2024 წლის იანვრის თვეში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2024 წლის იანვრის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,62 ათასი ტონა, რაც 0,02 ათასი ტონით ანუ 1,25%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,60 ათასი ტონა) შედარებით.
მ/წლის იანვრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,40 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბელარუსი – 0,21 ათასი ტონა (13%); გერმანია – 0,15 ათასი ტონა (9,3%), ირანი – 0,14 ათასი ტონა (8,6%); და სხვ.
2024 წლის იანვრის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,2 ათასი ტონა, რაც 1,3 ათასი ტონით ანუ 16,4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (7,9 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მ/წლის იანვრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 43,5% (4 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან, 40,2% (3,7 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 10,9% (1 ათასი ტონა) – თურქმენეთიდან, 5,4% (0,5 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან.
დედაქალაქში ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდ „ქართუ ფონდის“ და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა…
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, აღნიშნული ფორმატი განსაკუთრებით…
ახლახან დავასრულეთ შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ბატონ ენდრიუ ბეიკერთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ…